Monday, April 27, 2015

2015 წლის 23 აპრილს   სსიპ ქალაქ თბილისის N84 საჯარო სკოლაში პროექტის პრეზენტაცია თემაზე: პროგარმირების ენა HTML და ჩვენი საქართველო,
სათაურით: ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება.
მოსწავლეების, სამიზნე  ჯგუფია დაწყებითი საფეხური,  VI 1 და VI2  კლასებიპროგრამირების ენის შესწავლა დაიწყო მ/წლის 3 მარტიდან. მოსწავლეებმა შეისწავლეს

  1.      ინტერნეტი და HTML ენა
  2.      HTML  ენის სტრუქტურა
  3.     ტეგების განლაგება
  4.     ტექსტის დაფორმატება HTML -ში
  5.     სიები
  6.     ტეგის ატრიბუტები
  7.      სურათები და ცხრილები

გამოყენებული იყო ინტერნეტში გავრცელებული რესურსი (ფილმები)
  1. დამოუკიდებლობის დასაწყისი ანუ 1991 წლის რეფერენდუმი,
  2. იცოდე შენი ქვეყნის ისტორია - საქართველოს დამოუკიდებლობა 
ისტორიის მასწავლებლებმა თინათინ ბაბალაშვილმა და ნინო გიორგაძემ მოსწავლეებს წაუკითხეს სალექციო კურსი "საქართველო 1989 წლის 9 აპრილიდან 1991 წლის 26 მაისამდე"  მოსწავლეები გაეცნენ
  1. თანამედროვე საქართველოს ზოგადი აღწერას
  2. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას
  3.  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას
  4. რეფერენდუმის გამოცხადებას
  5. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
  6. საქართვლოს პირველი პრეზდენტის არჩევას და თანმდევ მოვლენებს
ორივე კლასიდან ჩამოვაყალიბეთ 9 გუნდი საშუალოდ 4-4 მოსწავლის შემადგენლობით.
გადანაწილდა პასუხისმგებლობები:
I-წევრი პასუხისმგებელი იყო ტექსტზე
II- სურათებზე
III- დიზაინზე
IV-თავად ლიდერი პასუხისმგებელი იყო ყველაფერზე, მათშორის სწორად დაწერილ პროგრამაზე.
მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ამ ამოცანას და შესანიშნავი ვებ გვერდები შქმნეს.















 პროექტი შეაფასეს:




  1. დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა ნანი ჩუმაშვილი-ქობულაძემ,
  2. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ქართული ენისა და ლიტერეტურის პედაგოგმა ქალბატონმა ეთერ თურმანაულმა.
  3. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარემ ქალბატონმა ლიანა ბერიაშვილმა.
მადლობა სსიპ ქალაქ თბილისის N84 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებს ასეთი თავდაუზოგავი შრომისათვის.

0 Comments:

Post a Comment

Subscribe to Post Comments [Atom]

<< Home